ჩელსი რომას მცველში 25 მლნ ევროს იხდის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩელსი რომას მცველში 25 მლნ ევროს იხდის


ჩელსი რომას მცველში 25 მლნ ევროს იხდის

"ჩელსი" "რომას" მცველის, ემერსონის შეძენითაა დაინტერესებული, იტყობინება Sky Sport Italia.

ლონდონური კლუბი მზადაა 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ემერსონი "რომაში" 2015 წლიდან თამაშობს. სულ კლუბის რიგებში მის ანგარიშზე 47 ჩატარებული შეხვედრაა (2 გოლი, ერთი ასისტი).

ცნობისთვის, ამ სეზონში ფეხბურთელმა ტრავმის გამო მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები