სიმეონე: "სევილია თავის მომენტს დაელოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სიმეონე: "სევილია თავის მომენტს დაელოდა"


სიმეონე:

"ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ესპანეთის თასის 1/4 ფინალში "სევილიასთან" (1:2) პირველ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ აღნიშნა, რომ მეტოქემ თავისი მომენტები გამოიყენა.

თუმცა, თავკაცის თქმით, მის შეგირდებს საპასუხო შეხვედრაც აქვთ ჩასატარებელი.

"რთული მატჩი იყო. გახსნილი თამაში ვიხილეთ", - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Marca.

"მეორე ნახევარში ჩვენ გავედით წინ, მაგრამ ორი გოლი გავუშვით. მეტოქე თავის მომენტს დაელოდა".

"წინ სევილიაში გასამართი შეხვედრაა. გამოსწორება გვინდა და შეგვიძლია. ყველა პრობლემის გამოსწორებას ვეცდებით", - დასძინა დიეგომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები