დორტმუნდში ობამეიანგი შეიძლება სმოლოვმა შეცვალოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დორტმუნდში ობამეიანგი შეიძლება სმოლოვმა შეცვალოს


დორტმუნდში ობამეიანგი შეიძლება სმოლოვმა შეცვალოს

"კრასნოდარის" თავდამსხმელმა, ფედორ სმოლოვმა კარიერა შესაძლოა დორტმუნდის "ბორუსიაში" გააგრძელოს.

როგორც გამოცემა Kicker იტყობინება, რუსეთის ნაკრების ფორვარდს კლუბი პიერ-ემერიკ ობამეიანგის შემცვლელად განიხილავს.

მოგეხსენებათ, გაბონელი ფორვარდი "არსენალში" გადასვლასთანაა ახლოს, გარდა "მეთოფეებისა", მისდამი ინტერესს ჩინეთის ჩემპიონი, "გუანჩჯოუ ევერგრანდიც" იჩენს, რომელიც მზადაა 72 მილიონი ევრო გადაიხადოს.

"ბორუსია" "ჩელსის" ფორვარდის, მიში ბატშუაის შეძენის ვარიანტსაც განიხილავს.

ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე სმოლოვის დამატების მთავარ კანდიდატად "ვესტ ჰემი" სახელდება.

მიმდინარე სეზონში რუსმა ფორვარდმა ეროვნულ ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასიც გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები