დიჟონის განადგურების შემდეგ, ემერიმ კავანისა და ნეიმარზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დიჟონის განადგურების შემდეგ, ემერიმ კავანისა და ნეიმარზე ისაუბრა


დიჟონის განადგურების შემდეგ, ემერიმ კავანისა და ნეიმარზე ისაუბრა

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ ფორვარდების, ედინსონ კავანისა და ნეიმარის კავშირის დიდი პოტენციალი აღნიშნა.

მოგეხსენებათ, ბრაზილიელმა საფრანგეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში "დიჟონთან" (8:0) შეხვედრაში პოკერი შეასრულა, კავანიმ კი ერთი გოლი შეაგდო და ბომბარდირთა დავის ლიდერობას განაგრძობს.

ცნობისთვის, ნეიმარის მეოთხე გოლი სკანდალური გამოდგა - ფორვარდმა კავანის პენალტი არ შეასრულებინა და კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით ახალი რეკორდის დამყარებაში არ დაეხმარა.

"კავანი ბომბარდირია. ნეიმარი კი - ლიდერი. ერთად შეგვიძლია ბევრს მივაღწიოთ", - ციტირებს ემერის სიტყვებს Canal +.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები