ოფიციალურად: პიკემ ბარსელონასთან გაახანგრძლივა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოფიციალურად: პიკემ ბარსელონასთან გაახანგრძლივა


ოფიციალურად: პიკემ ბარსელონასთან გაახანგრძლივა

"ბარსელონამ" მცველ ხერარდ პიკეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა, იტყობინება კლუბის პრესსამსახური.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, 30 წლის ფეხბურთელი კატალონიურ გრანდში 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

პიკეს გამოსასყიდი თანხა ამიერიდან 500 მილიონ ევროს შეადგენს.

ესპანელი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში 2008 წლიდან ასპარეზობს. ამ დროის განმავლობაში მან 421 მატჩი ჩაატარა და 37 გოლი შეაგდო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები