რონალდუ ლეგანესთან სათასო მატჩის განაცხადს მიღმა დარჩა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუ ლეგანესთან სათასო მატჩის განაცხადს მიღმა დარჩა


რონალდუ ლეგანესთან სათასო მატჩის განაცხადს მიღმა დარჩა

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ესპანეთის თასის ეგიდით "ლეგანესთან" გასამართი პირველი 1/4 ფინალური დაპირისპირების განაცხადს მიღმა დარჩა.

აღნიშნული მატჩი დღეს ღამით, თბილისის დროით 01:30 საათზე აიღებს სტარტს.

"ლეგანესთან" შეხვედრისთვის "რეალის" განაცხადი შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: კეილორ ნავსი, კიკო კასილია, მოხა რამოსი;

მცველები: დანიელ კარვახალი, ხესუს ვალიეხო, რაფაელ ვარანი, ნაჩო ფერნანდესი, თეო ერნანდესი, აშფრაფ ჰაკიმი;

ნახევარმცველები: ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, კაზემირო, მარკოს ლორენტე, მარკო ასენსიო, ისკო, მატეო კოვაკიჩი, დანი სებალიოსი;

თავდამსხმელები:
ლუკას ვასკესი, ბორხა მაიორალი.

ცოტა ხნის წინ, 32 წლის ფორვარდმა ღიად გამოხატა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესისადმი უკმაყოფილება, რომელმაც სიტყვა არ შეასრულა და 2016/17 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მას ხელფასი არ გაუზარდა. პრესის ცნობით, მადრიდელები ნეიმარის, რობერტ ლევანდოვსკის და ედენ აზარის დამატებით თავდასხმის ხაზის სრულად შეცვლას გეგმავენ.

აქამდე არსებული ცნობით, რონალდუმ კარიერა შეიძლება "პსჟ"-ში ან "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს. გარდა ამ კლუბებისა, თავდამსხმელისთვის ბრძოლაში ჩინური "ტიანცზინ ციუანცზიანიც" ჩაერთო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები