ტრავმების ეპიდემია ბარსელონაში - პაულინიო არანაკლებ ერთ თვეს იუქმებს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტრავმების ეპიდემია ბარსელონაში - პაულინიო არანაკლებ ერთ თვეს იუქმებს?


ტრავმების ეპიდემია ბარსელონაში - პაულინიო არანაკლებ ერთ თვეს იუქმებს?

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, პაულინიომ ესპანეთის თასის ეგიდით "ესპანიოლთან" გამართულ პირველ 1/4 ფინალურ მატჩში ტრავმა მიიღო, იუწყება AS.

გავლენიანი გამოცემის ინფორმაციით, ჯერჯერობით, უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია ბრაზილიელის ეს დაზიანება, მაგრამ არსებობს იმის ალბათობა, რომ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის თითი ჰქონდეს მოტეხილი.

"ლურჯ-ბროწეულისფრებმა" გუშინ კატალონიურ დერბიში მარცხი განიცადეს - 0:1. პაულინიომ "ესპანიოლთან" შეხვედრა პირველივე წუთებიდან დაიწყო, მაგრამ 56-ე წუთზე ივან რაკიტიჩმა შეცვალა.

დღეს, 18 იანვარს, იგი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და დიაგნოზი ცნობილი გახდება. თუ მოტეხილობა დადასტურდება, ბრაზილიელი არანაკლებ ერთ თვეს იუქმებს.

აქამდე, 3-დან 4 კვირამდე "ბარსელონას" სხვა ფეხბურთელი, თავდამსხმელი, უსმან დემბელე გამოაკლდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები