შევჩენკომ რონალდინიოს ღია წერილით მიმართა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შევჩენკომ რონალდინიოს ღია წერილით მიმართა


შევჩენკომ რონალდინიოს ღია წერილით მიმართა

"მილანის" ექს-შემტევმა, ანდრეი შევჩენკომ რონალდინიოს ღია წერილით მიმართა.

მოგეხსენებათ, რონალდინიოს ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა 2015 წლის სექტემბრის შემდეგ არ მიუღია, თუმცა მხოლოდ 2018 წლის 16 იანვარს დაადასტურა კარიერის დასრულება.

უკრაინელი, რომელსაც ბრაზილიელთან ერთად "მილანში" უასპარეზია, ამ ფაქტს გამოეხმაურა.

"რონალდინიოს შესრულებით ეს თამაში მახსოვს (ფოტოზე). არამხოლოდ ჩემთვის იყო ეს მაგია. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხარ, ვინც მინახავს, რონი! გამიმართლა, რომ შენთან ერთად ერთ გუნდში ვითამაშე! ნახვამდის, ლეგენდავ", - წერს შევჩენკო სოციალურ ქსელში.

გასული წლის ზამთრიდან მოყოლებული ბრაზილიის ნაკრების ექს-თავდამსხმელი "ბარსელონას" ელჩია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები