იუვენტუსი ბუნდესლიგის ორი მცველით დაინტერესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იუვენტუსი ბუნდესლიგის ორი მცველით დაინტერესდა


იუვენტუსი ბუნდესლიგის ორი მცველით დაინტერესდა

ტურინის "იუვენტუსი" განაპირა მცველის ძიებაშია და "ბებერი ქალბატონის" სამიზნეთა სიას ბუნდესლიგაში მოასპარეზე ორი მოთამაშე შეემატა.

"La Gazzetta dello Sport" იტყობინება, რომ "იუვენტუსი" ლევერკუზენის "ბაიერის" მარცხენა მცველი ვენდელითა და "ჰოფენჰაიმის" მარჯვენა მცველი პაველ კადრჟაბეკით დაინტერესდა.

მიმდინარე სეზონის ბოლოს სტეფან ლიხშტაინერსა და კვადვო ასამოას, რომლებიც შესაბამისად დაცვის მარჯვენა და მარცხენა ფლანგს ამაგრებენ, კონტრაქტები ეწურებათ და ტურინული კლუბი მათ შეცვლას აპირებს.

ვენდელი და კადრჟაბეკი საკუთარი გუნდების ძირითადი მოთამაშეები არიან და ორივე მათგანის ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები