სტოკმა აუგსბურგის მცველი დაიმატა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სტოკმა აუგსბურგის მცველი დაიმატა


სტოკმა აუგსბურგის მცველი დაიმატა

"სტოკ სიტიმ" "აუგსბურგის" მარცხენა მცველი, კოსტას სტაფილიდისი, სეზონის ბოლომდე ინათხოვრა.

ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ 24 წლის ბერძენი მცველი "სტოკს" 6 თვიანი იჯარის წესით შეუერთდა.

სტაფილიდისს ინგლისში უკვე აქვს ნათამაშები - 2014/15 წლების სეზონში ის ლონდონის "ფულჰემის" ღირსებას იცავდა. მას საბერძნეთის ნაკრების მაისურით 22 მატჩი აქვს ჩატარებული.

კოსტასი ზამთარში "მეთუნეების" მეორე შენაძენია. აქამდე "სტოკმა" "რუბინის" მცველი მორიც ბაუერი გაიფორმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები