ნეიმარმა ლიგა 1-ში რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნეიმარმა ლიგა 1-ში რეკორდი დაამყარა


ნეიმარმა ლიგა 1-ში რეკორდი დაამყარა

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, ნეიმარმა, საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში ადგილი სამუდამოდ დაიმკვიდრა.

ლიგა 1-ს 21-ე ტურში, "დიჟონთან" საშინაო შეხვედრაში (8:0), 25 წლის ბრაზილიელმა 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა, რითიც რეკორდსმენი გახდა.

ნეიმარი საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც ერთ მატჩში 6 ბურთში მიიღო მონაწილეობა. ეს მაჩვენებელი 2006/07 წლების სეზონიდან ფიქსირდება, როდესაც სტატისტიკური მონაცემების დათვლა აქტიურად დაიწყო.

ნეიმარმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 თამაშში უკვე 24 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბრაზილიელი ვარსკვლავი პარიზულ კლუბს ამ სეზონის სტარტზე "ბარსელონადან" სარეკორდო 222 მილიონ ევროდ შეუერთდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები