ზიდანი: "ხამესთან პრობლემა არასოდეს მქონია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანი: "ხამესთან პრობლემა არასოდეს მქონია"


ზიდანი:

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ხამეს როდრიგესის კომენტარს უპასუხა.

26 წლის კოლუმბიელმა, რომელიც ახლა მიუნხენის "ბაიერნში" იჯარის წესით ასპარეზობს, "სამეფო კლუბიდან" წამოსვლის პერიოდი გაიხსენა და ფრანგ სპეციალისტთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.

"მე გარკვეული გადაწყვეტილება მივიღე. როდრიგესი ახლა გერმანიაში თამაშობს და მის გამო ბედნიერი ვარ. თუმცა მხოლოდ საკუთარ მოთამაშეებზე მსურს საუბარი.

ხამესთან პრობლემა არასოდეს მქონია და არც არასოდეს მექნება", - განაცხადა ზიზუმ.

ხამესი "ბლანკოსს" 2014 წლის ზაფხულში შეუერთდა და წარმატებული პირველი სეზონის შემდეგ, 2016 წლის იანვარში ანუ ზიდანის მოსვლის შემდგომ, ძირითადში ადგილი დაკარგა და საბოლოოდ, კლუბის დატოვება გადაწყვიტა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები