ბერნარდესკი: "იუვეს შემოთავაზებას ეგრევე დავთანხმდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბერნარდესკი: "იუვეს შემოთავაზებას ეგრევე დავთანხმდი"


ბერნარდესკი:

ტურინის "იუვენტუსის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ფედერიკო ბერნარდესკიმ, განაცხადა, რომ "ბებერ ქალბატონში" გადასვლის წინ ბევრი არ უფიქრია.

"ჩემი მხრიდან პრობლემა არ ყოფილა. მაშინვე, როდესაც მითხრეს, რომ "იუვენტუსი" ჩემდამი ინტერესს იჩენდა, ძალიან გამიხარდა და მათ შემოთავაზებას ეგრევე დავთანხმდი.

ვფიქრობ, რომ ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს მომავალსა და კარიერას უფრო დიდს გახდის", - განაცხადა 23 წლის იტალიელმა.

ბერნარდესკი "იუვენტუსმა" 2017 წლის ზაფხულში "ფიორენტინადან" დაიმატა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 თამაშში მან 4 გოლი გაიტანა, 2 ასისტი გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი ფედერიკო ბერნარდესკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები