კომანი: "ბაიერნი ყოველთვის ფანტასტიკურად მექცეოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კომანი: "ბაიერნი ყოველთვის ფანტასტიკურად მექცეოდა"


კომანი:

მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ვინგერმა, კინგსლი კომანმა, გერმანულ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმების მიზეზებზე ისაუბრა.

"როდესაც მხოლოდ ერთხელ გეძლევა შანსი, დანარჩენ შემთხვევებში კი სათადარიგო სკამზე რჩები, ეს რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. ამ დროს ზეწოლა იზრდება და ახალგაზრდა მოთამაშე თავს არადამაჯერებლად გრძნობს.

ახლა კი ყველაფერი რიგზეა და მშვიდად ვარ. ჩემი დრიბლინგზე ორიენტირებული თამაში ყოველთვის შეიცავს რისკს და მჭირდება შეგრძნება, რომ შეცდომების დაშვების უფლება მაქვს.

მე იმედი მქონდა, რომ "ბაიერნთან" კონტრაქტის გაფორმება და ახალი სეზონი ახალ შესაძლებლობებს მომცემდა. ამ სეზონში ასეც მოხდა და უფრო მეტი შანსი მივიღე, რომლებიც ვფიქრობ, რომ გამოვიყენე.

კლუბი ყოველთვის ფანტასტიკურად მექცეოდა, ამიტომ როდესაც ხანგრძლივ კონტრაქტზე მივიღე შემოთავაზება, ბევრი არ მიფიქრია, ეგრევე დავთანხმდი.

ფრანკ რიბერი? ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ისიც ფრანგია, ამიტომ ბევრ რჩევას მაძლევს. ის უფროსი ძმასავით არის. მას ძალიან დიდი გამოცდილება გააჩნია და მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ. ამას ვაფასებ და როდესაც მოედანზე გადის, ყოველთვის მხარს ვუჭერ. მნიშვნელოვანია, რომ გუნდში საკუთარი როლი ყველამ იცოდეს. ჩვენ, ორივენი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ გუნდს დავეხმაროთ", - განაცხადა კომანმა.

21 წლის უნიჭიერესმა ფრანგმა დეკემბერში "რეკორდმაისტერთან" მოქმედი ხელშეკრულება, რომელიც 2020 წლამდე იყო გათვლილი, კიდევ სამი წლით გაახანგრძლივა და ახლა "ალიანს არენაზე" 2023 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი კინგსლი კომანი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები