ლაუდრუპი: "დიბალა მესი არ არის!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლაუდრუპი: "დიბალა მესი არ არის!"


ლაუდრუპი:

ტურინის "იუვენტუსისა" და კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი, მიქაელ ლაუდრუპი, მიიჩნევს, რომ პაულო დიბალაზე ლიონელ მესისთან შედარება ცუდად მოქმედებს.

"დიბალა ნიჭიერია. ვფიქრობ, პრობლემა იმაშია, რომ ის არგენტინელია. ეს მორიგი მოთამაშეა, რომელზეც ხალხი სიხარულით ამბობს: "ის შესაძლოა ახალი მესი გახდეს".

არა ხალხო, ახლა მომდევნო მესი არ არსებობს. იმისათვის, რომ ის გამოჩნდეს, მოთმინებაა საჭირო. სიმართლე გითხრათ, არამგონია მომავალ მესის მოვესწრო. ასეთი მოთამაშეები ყოველ 10 ან 15 წელიწადში არ ჩნდებიან.

დიბალაც არგენტინელია, მარცხენა ფეხით თამაშობს, არც ისე მაღალია და მოედანზეც მის მსგავსად მოძრაობს. თუმცა არამგონია ის მესისთან შედარებებით სარგებლობას პოულობდეს, ვინაიდან ის ლიონელი არ გახლავთ.

დიბალა უზომოდ ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ მესი არ არის", - განაცხადა დანიელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები