მიულერი ჰაინკესის მომავლის თემაზე: "ეს უკვე საბავშვო ბაღია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მიულერი ჰაინკესის მომავლის თემაზე: "ეს უკვე საბავშვო ბაღია"


მიულერი ჰაინკესის მომავლის თემაზე:

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა, თომას მიულერმა, იუპ ჰაინკესის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს საბავშვო ბაღი უწოდა.

"ყოველთვის მიზანშეწონილი არ არის, რომ ასეთი სახის გარჩევებში ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. მთავარი მწვრთნელი ამ საკითხზე მეტს არაფერს იტყვის.

ეს სიტუაცია საბავშვო ბაღს მაგონებს, როდესაც ჰაინკესის მომავლის თემას ყოველ კვირას ატრიალებენ. შესაძლოა, პრესისთვის სამ საკითხის წინა პლანზე წამოწევა მნიშვნელოვანი და მომგებიანიც არის.

თუ ისინი ამას თვეში ერთხელ გააკეთებენ, მაშინ 15 რიცხვს ავირჩევდი", - განაცხადა მიულერმა.

72 წლის ლეგენდარული გერმანელი სპეციალისტის მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და "ბაიერნის" ხელმძღვანელობას სურს, რომ ის კიდევ ერთი წლით შეინარჩუნოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები