"2001 წელს რონალდინიო სენტ მირენში უნდა გადასულიყო " - არშემდგარი ტრანსფერის უცნობი ისტორია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"2001 წელს რონალდინიო სენტ მირენში უნდა გადასულიყო " - არშემდგარი ტრანსფერის უცნობი ისტორია



2003 წლის ზაფხულში რონალდინიო გადავიდა "ბარსელონაში" და თანამედროვე ფეხბურთში თავისი ეპოქა შექმნა. ყველაფერი სხვაგვარად განვითარდებოდა, იმ შემთხვევაში თუ ბრაზილიელის გაფორმებას მოასწრებდა სერ ალექს ფერგიუსონი.

ევროპულმა ტოპ-კლუბებმა თავის დროზე რამდენჯერმე სცადეს ნიჭიერი სამხრეთ ამერიკელის გადმობირება. რონალდინიოზე ოცნებობდა რომან აბრამოვიჩი, "ინტერი" და "არსენალი" კი ჯერ კიდევ იუნიორობის პერიოდში აკვირდებოდნენ ბრაზილიელს. ყველაზე ახლოს რონის ტრანსფერის განხორციელებასთან მაინც "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო. ამას ადასტურებს თავად ფეხბურთელიც:

"48 საათი მაშორებდა "მანჩესტერში" გადასვლასთან, თუმცა ინგლისელების წინადადებამდე დიდი ხნით ადრე, მე სანდრო როსელს შევუთანხმდი, რომ იმ შემთხვევაში თუ ჟოან ლაპორტა "ბარსელონას" პრეზიდენტი გახდებოდა, "ბლაუგრანაში" ვითამაშებდი. მოგვიანებით მან დამირეკა, რის შემდეგაც "იუნაიტედს" უარი ვუთხარი,"



"2001 წელს რონალდინიო სენტ მირენში უნდა გადასულიყო " - არშემდგარი ტრანსფერის უცნობი ისტორია

"წითელი ეშმაკების" ყოფილ ნახევარმცველს კუინტონ ფორჩუნს თავისი მოსაზრება აქვს რონალდინიოს არშემდგარ ტრანსფერთან დაკავშირებით:

"ჩემი აზრით, ბრაზილიელმა ცუდი ამინდის გამო აიცრუა გული "იუნაიტედზე". როდესაც ის მანჩესტერის აეროპორტში დაეშვა კოკისპირული წვიმა მოდიოდა, რონი კი მსგავს კლიმატურ პირობებს არ იყო შეჩვეული. მისი ჩამოსვლა სხვა დღეს რომ დამთხვეოდა, ყველაფერი წარმატებულად მოგვარდებოდა,"



რონალდინიო ვერ ვიხილეთ პრემიერ ლიგაში, ბრაზილიელი ჯადოქარი მხოლოდ გულშემატკივართა ფანტაზიებში ბურთაობდა ნისლიან ალბიონზე, თუმცა "მანჩესტერის" შემოთავაზებამდე რამდენიმე წლით ადრე, კიჭა კიდევ ერთხელ იყო ახლოს ბრიტანეთში გადასვლასთან, რონალდინიოს პირველი ევროპული გუნდი შოტლანდიური "სენტ მირენი" უნდა გამხდარიყო.

ქალაქ პეისლიში მდებარე კლუბი რამდენჯერმე ყოფილა სატრანსფერო ფანჯრის ეპიცენტრში. 90-იანებში შოტლანდიელები ერთ ნაბიჯში იყვნენ ბებეტოს გაფორმებასთან, თანამედროვე ისტორიაში კი "სენტ მირენში" გადასვლასთან ახლოს იყო რიად მარეზი. ალჟირელი შემტევი სინჯებზეც კი იყო პეისლიში, თუმცა მან ვერ გაუძლო თოვლიან ამინდში ვარჯიშს, რის შემდეგაც მარეზი დაჯდა ველოსიპედზე და ყველასგან დაუკითხავად კლუბის ბაზას გაეცალა.

"2001 წელს რონალდინიო სენტ მირენში უნდა გადასულიყო " - არშემდგარი ტრანსფერის უცნობი ისტორია

რაც შეეხება რონალდინიოს ტრანსფერს. 2001 წლის გაზაფხულზე "სენტ მირენი" გადარჩენისთვის იბრძოდა შოტლანდიურ პრემიერ ლიგაში, კიჭა კი დედამიწის მეორე ნახევარ სფეროში ფეხბურთის გარეშე იყო დარჩენილი. საქმე იმაშია, რომ ბრაზილიელს უკვე ჰქონდა გაფორმებული კონტრაქტი "პსჟ"-სთან ისე, რომ ამის შესახებ არ იცოდა რონალდინიოს იმდროინდელმა გუნდმა - "გრემიომ".

"2001 წელს რონალდინიო სენტ მირენში უნდა გადასულიყო " - არშემდგარი ტრანსფერის უცნობი ისტორია

ფარული მოლაპარაკებების გამო, "შავ-ლურჯებმა" ფიფაში შეიტანეს სარჩელი, არბიტრაჟმა კი შემდეგი განაჩენი გამოიტანა - სანამ "გრემიო" და "პსჟ" არ მორიგდებოდნენ, რონალდინიო მოედანზე არ გავიდოდა. სწორედ ამ დროს ჩაერთო საქმეში "სენტ მირენის" მთავარი მწვრთნელი ტომ ჰენდრი, რომელსაც სამხრეთ ამერიკაში კავშირები ჰქონდა:

"რონალდინიოს "პსჟ"-ში გადასვლა გარდაუვალი იყო, მის გენიალურობაში კი ეჭვი არავის ეპარებოდა, ამიტომაც "სენტ მირენი" კარგი მოთელვა იქნებოდა ევროპული კარიერის წინ. რაც მთავარია, ტრანსფერის წინააღმდეგი არ იყო ფიფა,"

"2001 წელს რონალდინიო სენტ მირენში უნდა გადასულიყო " - არშემდგარი ტრანსფერის უცნობი ისტორია

შოტლანდიური კლუბი 6 მილიონ ფუნტს იხდიდა, თუმცა გარიგება არ შედგა, რატომ? არსებობს ორი ვერსია. პირველი - რონალდინიოს გაუკეთეს ყალბი პასპორტი, რის გამოც აგორდა სკანდალი და ტრანსფერი გაიყინა. მეორე - "გრემიო" წელავდა საბუთების გაფორმების პროცესს, "სენტ მირენმა" კი საერთაშორისო სატრანსფერო სერტიფიკატის მოპოვება ვერ მოასწრო.

"ჩვენ ვესაუბრეთ რონალდინიოს, თუმცა მის კლუბთან იურიდიული პრობლემა გაგვიჩნდა. არადა ის თანახმა იყო "პსჟ"-ში გადასვლამდე ჩვენთან თამაშზე," - ჰენდრი.

"2001 წელს რონალდინიო სენტ მირენში უნდა გადასულიყო " - არშემდგარი ტრანსფერის უცნობი ისტორია

თავად რონალდინიოს აღარასდროს გაუხსენებია "სენტ მირენი". "პარიზში გადასვლამდე ერთ-ერთი ბრიტანული კლუბისგან მქონდა შემოთავაზება, თუმცა გუნდის სახელი აღარ მახსოვს,"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები