ადებაიორი მოურინიოზე: "ავტობუსით, მატარებლით, თუ თვითმფრინავით არ აქვს მნიშვნელობა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ადებაიორი მოურინიოზე: "ავტობუსით, მატარებლით, თუ თვითმფრინავით არ აქვს მნიშვნელობა"


ადებაიორი მოურინიოზე:

ემანუელ ადებაიორმა განაცხადა, რომ მას ჟოზე მოურინიო უზომოდ უყვარს.

ტოგოელ შემტევს პორტუგალიელი სპეციალისტი მადრიდის "რეალში" წვრთნიდა.

"მოურინიო ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც მიმუშავია და ის ყოველთვის უზომოდ მეყვარება.

ის ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი ადამიანია, ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ. მისთვის მთავარია, რომ ტიტულები მოიგოს და არ აქვს მნიშვნელობა ამას "ავტობუსის დაყენებით", მატარებლით თუ თვითმფრინავით გააკეთებს.

ვენგერი? მოურინიო 24 საათი მუშაობს, რათა ტიტულები მოიგოს და ვენგერს პატარა ფეხბურთელების ყიდვა უყვარს, რომლებსაც შემდეგ თვითონ ზრდის. ის რეალურად მასწავლებელია", - განაცხადა ადებაიორმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები