ინიესტა: "ეს გასაოცარი იყო და არავინ ელოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინიესტა: "ეს გასაოცარი იყო და არავინ ელოდა"


ინიესტა:

გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ანდრეს ინიესტამ კომენტარი გააკეთა.

ესპანეთის თასის მატჩში, "ბარსელონა" "ესპანიოლთან" დამარცხდა და ეს აგვისტოს შემდეგ, კატალონიური გუნდისთვის პირველი მარცხი იყო.

"ის რასაც არავინ ელოდა, ის იყო, რომ "ბარსელონას" ამ დრომდე წაგება არ ექნებოდა. ეს უბრალოდ გასაოცარი იყო.

ჩემი ტრავმა? სერიოზული არაფერია, მალე დავბრუნდები.

პიკეს კონტრაქტი? მოხარული ვართ ყველა, რომ მან ხელშეკრულება გაახანგრძლივა. ვიმედოვნებ, პიკე "ბარსელონაში" კიდევ დიდი ხნით დარჩება", - განაცხადა ინიესტამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები