MARCA: ნეიმარმა რეალს მესიჯი გაუგზავნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

MARCA: ნეიმარმა რეალს მესიჯი გაუგზავნა


MARCA: ნეიმარმა რეალს მესიჯი გაუგზავნა

ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA "პარი სენ ჟერმენის" გამარჯვებას გამოეხმაურა.

"პსჟ"-მ ლიგა 1-ის შეხვედრაში "დიჟონი" 8:0 გაანადგურა, სადაც ნეიმარმა 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ამ შეხვედრის ფონზე, MARCA "რეალს" აფრთხილებს: "ნეიმარმა "ლოს ბლანკოსს" მესიჯი გაუგზავნა."

როგორც იცით, "სამეფო კლუბი" "პარი სენ ჯერმენს", თებერვალში ჩემპიონთა ლიგაზე უპირისპირდება.

ნეიმარმა პოკერი კარიერაში მესამედ შეასრულა. პირველად 4 გოლი ერთ მატჩში მან "სანტოსიდან" გაიტანა, მეორედ "ბარსელონაში" ყოფნის დროს, "რაიო ვალეკანოსთან", მესამედ კი ახლა.

ბრაზილიელს ლიგა 1-ში 15 გოლი დაუგროვდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები