La Sexta: მოურინიომ რონალდუს ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

La Sexta: მოურინიომ რონალდუს ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო


La Sexta: მოურინიომ რონალდუს ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო

ესპანური ტელეარხი La Sexta იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" რონალდუს დაბრუნებით დაინტერესებულია.

წყარო წერს, რომ ჟოზე მოურინიოს კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებამ კრიშტიანუს ტრანსფერი კიდევ უფრო გააღვივა.

"რეალის" შემტევი მოქმედ კლუბში კმაყოფილი არ არის და მას ზაფხულშიც სურდა სხვაგან გადასვლა, თუმცა პერესმა არ გაუშვა.

ჯერ-ჯერობით ბრიტანული პრესიდან ამ თემაზე არაფერი ისმის, თუმცა ესპანეთში ღიად საუბრობენ, რომ "მანჩესტერი" ამ ტრანსფერის განხორციელებას ზაფხულში გეგმავს.

რონალდუს გადაყვანით კი ყველაზე მეტად მოურინიო იქნება დაინტერესებული, რომელიც ერთხელ უკვე მას წვრთნიდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები