კეროლის ჩელსიში წასვლა გადაწყვეტილი იყო, თუმცა ტრავმამ ტრანსფერი ჩაშალა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კეროლის ჩელსიში წასვლა გადაწყვეტილი იყო, თუმცა ტრავმამ ტრანსფერი ჩაშალა


კეროლის ჩელსიში წასვლა გადაწყვეტილი იყო, თუმცა ტრავმამ ტრანსფერი ჩაშალა

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Sky Sports-ი წერს, რომ ენდი კეროლის ტრანსფერი ტრავმამ ჩაშალა.

თითქმის უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ სეზონის ბოლომდე, იჯარით "არისტოკრატებს" ინგლისელი ფორვარდი უნდა ენათხოვრათ.

"ვესტ ჰემს" არ სურდა 29 წლის შემტევის გაშვება და მათთვის იდეალური რამ მოხდა.

კეროლმა მუხლი დაიზიანა და ის დაახლოებით 1 თვე ვერ შეძლებს თამაშს. Sky Sports-ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ ამბის შემდეგ "ჩელსიმ" ინგლოისელზე ხელი ჩაიქინია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები