ბასილაშვილი დიდ სლემს ღირსეულად დაემშვიდობა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბასილაშვილი დიდ სლემს ღირსეულად დაემშვიდობა


ბასილაშვილი დიდ სლემს ღირსეულად დაემშვიდობა

ავსტრალიის ღია პირველობის 1/16 ფინალში ძალიან საინტერესო და დრამატული მატჩი შედგა ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ედმუნდს შორის.

პირველ სეტს ქართველი ბრეიკით იგებდა, თუმცა უპირატესობა გაანიავა და საბოლოოდ, ტაი ბრეიკში წააგო.

მეორე და მესამე სეტები ბასილაშვილისთვის წარმატებული გამოდგა. მან მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და წინაც გავიდა.

მეოთხე სეტი ქართველმა ჩააგდო და უშანსოდ, 6:0 დამარცხდა. ყველაფერი მეხუთე სეტში გადაწყდა.

ჩოგბურთელები თანაბრად მიდიოდნენ და თავიანთ ჩაწოდებებს იგებდნენ, მაგრამ ბოლოს ბასილაშვილი გაწყდა და დიდ სლემს ღ​ირსეულად დაემშვიდობა - 6:7. 6:3, 6:4, 0:6, 5:7.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები