ტოტენჰემმა თვალი ლუკას მოურას დაადგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტოტენჰემმა თვალი ლუკას მოურას დაადგა


ტოტენჰემმა თვალი ლუკას მოურას დაადგა

"ტოტენჰემი" "პსჟ"-ს თავდამსხმელის, ლუკას მოურას იჯარის წესით დამატებას გეგმავს, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით, იტყობინება L'Equipe.

პარიზელები 25 წლის ბრაზილიელს 25 მილიონ ევროდ აფასებენ, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს იგი 40 მილიონად დაიმატეს.

"დეზებს" სამხრეთამერიკელი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში კონკურენციას "მანჩესტერ იუნაიტედი" გაუწევს.

ამ სეზონში ლუკასმა "პსჟ"-ს რიგებში ყველა ტურნირზე ერთად ექვსი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მოურას სასტარტო შემადგენლობაში აქედან არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია.

საერთო ჯამში, 2017/18 წლების სეზონში ბრაზილიელმა მოედანზე 79 წუთი გაატარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები