პაულინიოს ტრავმაზე ახალი ცნობებია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პაულინიოს ტრავმაზე ახალი ცნობებია


პაულინიოს ტრავმაზე ახალი ცნობებია

"ბარსელონას" ნახევარმცველი, პაულინიო, რომელიც ესპანეთის თასის ეგიდით "ესპანიოლთან" (0:1) გამართულ პირველ 1/4 ფინალურ მატჩში დაშავდა, სერიოზულ ტრავმას გადაურჩა, იუწყება გავლენიანი ესპანური გამოცემა Sport.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, როგორც ვარაუდობდნენ, ბრაზილიელს ფეხის თითი ჰქონდა მოტეხილი. თუმცა, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, დადგინდა, რომ 29 წლის შუახაზელს მოტეხილობა არ აღენიშნება.

არსებობს იმის ალბათობა, რომ პაულინიო უკვე 21 იანვარს დაბრუნდეს მინდორზე, "ბეტისთან" გასამართ დაპირისპირებაში.

კატალონიელთა ნახევარმცველმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები