ვენგერმა ერთმანეთს არსენალიდან ვან პერსისა და სანჩესის წასვლა შეადარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვენგერმა ერთმანეთს არსენალიდან ვან პერსისა და სანჩესის წასვლა შეადარა


ვენგერმა ერთმანეთს არსენალიდან ვან პერსისა და სანჩესის წასვლა შეადარა

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა თქვა, რომ ალექსის სანჩესის შესაძლო წასვლა არ აწუხებს.

ჩილეს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა უახლოეს პერიოდში "მანჩესტერ იუნაიტედთან" უნდა გააფორმოს კონტრაქტი.

ვენგერის თქმით, მისთვის უფრო რთული "ემიუში" 2012 წელს რობინ ვან პერსის გაყიდვა იყო.

"ვან პერსი მაშინ დავიმატეთ, როცა "ფეიენოორდის" სარეზერვო გუნდში თამაშობდა", - ციტირებს ვენგერის სიტყვებს Goal.

"მასთან დიდი მუშაობა გავწიეთ და ასეთი ფეხბურთელების წასვლა განსაკუთრებულად მტკივნეულია".

"ფანებმა იციან, რომ სანჩესი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ამ ფაქტს შეეგუვნენ. დიახ, ფეხბურთელს ვკარგავთ, მაგრამ სხვა ფეხბურთელის შეძენა შეგვიძლია. ვფიქრობ, ერთი სხვის შეცვლას შეძლებს", - დასძინა არსენმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები