მანჩესტერ იუნაიტედს რონალდუს დაბრუნება შეიძლება 400 მლნ ევრო დაუჯდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩესტერ იუნაიტედს რონალდუს დაბრუნება შეიძლება 400 მლნ ევრო დაუჯდეს


მანჩესტერ იუნაიტედს რონალდუს დაბრუნება შეიძლება 400 მლნ ევრო დაუჯდეს

"მანჩესტერ იუნაიტედმა" გუნდში თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო დაბრუნების საკითხის შესწავლა დაიწყო.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა AS იტყობინება, "წითელი ეშმაკუნების" ხელმძღვანელობას პორტუგალიელის ტრანსფერში დაახლოებით 200 მილიონი ევროს დახარჯვა მოუწევს, კიდევ ამდენის კი - ფეხბურთელის ხელფასში.

აღინიშნება, რომ ინგლისელები დახარჯული თანხის დაბრუნებას მარკეტინგის გამოყენებით სწრაფად შეძლებენ.

პრესის თანახმად, რონალდუს "რეალის" დატოვება კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან უთანხმოების გამო სურს. უფრო მეტიც, 32 წლის ფეხბურთელი კარიერის გაგრძელების პირველ ვარიანტად სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედს" განიხილავს.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ "წითელი ეშმაკუნების" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ თანამემამულის შეძენაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

შეგახსენებთ, მოურინიო და რონალდუ ერთად მადრიდულ გრანდში 2010 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდნენ. "რეალიდან" სპეციალისტის წასვლამდე მას გუნდის წამყვან ფეხბურთელებთან კონფლიქტი შეექმნა, მათ შორის კრიშტიანუსთან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები