ჩელსიმ ლიორენტეს თაობაზე მოლაპარაკებები განაახლა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩელსიმ ლიორენტეს თაობაზე მოლაპარაკებები განაახლა


ჩელსიმ ლიორენტეს თაობაზე მოლაპარაკებები განაახლა

"ჩელსი" "ტოტენჰემის" თავდამსხმელის, ფერნანდო ლიორენტეს შეძენას კვლავ ცდილობს, იტყობინება Independent.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, ლონდონელების ხელმძღვანელობა 32 წლის ფეხბურთელის დამატების ვარიანტს მას შემდეგ მიუბრუნდა, რაც კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნე, "ვესტ ჰემის" ფორვარდი, ენდი ქეროლი დაშავდა და გაურკვეველი ვადით იუქმებს.

შეგახსენებთ, ესპანელი გასულ ზაფხულსაც აწარმოებდა "არისტოკრატებთან" მოლაპარაკებებს, მაგრამ "დეზების" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ დაითანხა და "ტოტენჰემში" გადასვლა გადაწყვიტა.

მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე ერთად ლიორენტემ 22 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი შეაგდო და ერთი საგოლე პასიც გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები