ჩელსიმ ჯეკოსა და ემერსონის ტრანსფერებზე მუშაობა დაიწყო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩელსიმ ჯეკოსა და ემერსონის ტრანსფერებზე მუშაობა დაიწყო


ჩელსიმ ჯეკოსა და ემერსონის ტრანსფერებზე მუშაობა დაიწყო

"ჩელსი" "რომას" ორი ფეხბურთელით, ემერსონითა და ედინ ჯეკოთი ინტერესდება.

როგორც Football Italia იტყობინება, ლონდონელებმა ზემოთნახსენები ფეხბურთელების ტრანსფერებზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.

აღინიშნება, რომ "არისტოკრატები" ორივე შემსრულებელში 50 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. რომაელებს კი 65 მილიონის მიღება სურთ.

გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, გარიგებაში "ჩელსიმ" თავდამსხმელი, მიში ბატშუაი ჩართოს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ჩელსი" "ტოტენჰემის" თავდამსხმელ ფერნანდო ლიორენტეთიცაა დაინტერესებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები