რაიოლა სანჩესის მანჩესტერ იუნაიტედში ტრანსფერით 12 მლნ ფუნტს გამოიმუშავებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რაიოლა სანჩესის მანჩესტერ იუნაიტედში ტრანსფერით 12 მლნ ფუნტს გამოიმუშავებს


რაიოლა სანჩესის მანჩესტერ იუნაიტედში ტრანსფერით 12 მლნ ფუნტს გამოიმუშავებს

"არსენალის" თავდამსხმელის, ალექსის სანჩესის აგენტი, მინო რაიოლა თავისი კლიენტის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლით 12 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს, იტყობინება Telegraph.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, 29 წლის ჩილელის ტრანსფერი შეიძლება უკვე დღეს, 19 იანვარს დადასტურდეს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, "ემიუში" სანჩესის ყოველკვირეული ხელფასი 350 ათასი ფუნტი იქნება ან ყოველწლიურად 18,2 მილიონი. სავარაუდოდ, "წითელ ეშმაკუნებთან" იგი 4,5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

დიდი ალბათობით, ალექსისის ტრანსფერში მანჩესტერელები ნახევარმცველ გენრიხ მხითარიანს ჩართავენ, რომელიც "მეთოფეებს" შეუერთდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები