ფერნანდინიო: "მინდა სიტის ნაწილი რაც შეიძლება დიდხანს ვიყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფერნანდინიო: "მინდა სიტის ნაწილი რაც შეიძლება დიდხანს ვიყო"


ფერნანდინიო:

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი, ფერნანდინიო მიიჩნევს, რომ მის კლუბს წარმატებული მომავალი ელოდება.

ბრაზილიელის თქმით, მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა "ქალაქელებს" შემტევ ფეხბურთს ათამაშებს.

"ამ კლუბს ფანტასტიკური მომავალი აქვს და მინდა მისი ნაწილი რაც შეიძლება დიდხანს ვიყო", - ციტირებს "მანჩესტერ სიტის" პრესსამსახური ფერნანდინიოს სიტყვებს.

"გვარდიოლასთან ერთად ბევრი ტიტულის მოგებას შევძლებთ. და, რაც მნიშვნელოვანია, ამის გაკეთებას მიმზიდველი და შემტევი ფეხბურთის თამაშით ვეცდებით. ამ კლუბის ნაწილად ყოფნა ჩემთვის სასიამოვნოა".

შეგახსენებთ, დღეს, ფერნანდინიომ "სიტისთან" 2020 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. ამ სეზონში მის ანგარიშზე 30 ჩატარებული მატჩი და გატანილი 2 გოლია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები