რას წერს ენდი მარი ბასილაშვილისა და ედმუნდის საოცარ მატჩზე? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რას წერს ენდი მარი ბასილაშვილისა და ედმუნდის საოცარ მატჩზე?


რას წერს ენდი მარი ბასილაშვილისა და ედმუნდის საოცარ მატჩზე?

გუშინ, ავსტრალიის დიდ სლემზე გაიმართა საოცრად დრამატული შეხვედრა კაილ ედმუნდსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის.

ამ წყვილში ფავორიტად ედმუნდი განიხილებოდა, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა ბოლომდე იბრძოლა და 5-სეტიან ბრძოლაში დამარცხდა.

ამ მატჩს ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მარი გამოეხმაურა და თავის თანამემამულეს გამარჯვება მიულოცა.

"ფიზიკური ტესტი ჩაბარებულია, მენტალური ტესტი ჩაბარებულია! ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება შენს კარიერაში. ბრავო ედმუნდ!", - წერს მარი.

ენდი მარი ტრავმის გამო ამ ტურნირზე ვერ თამაშობს. ედმუნდი კი ერთადერთი ბრიტანელია კაცთა შორის, რომელიც ავსტრალიას შემორჩა. მისი მომდევნო მეტოქე სეპია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები