ბასილაშვილის კომენტარი დიდ სლემზე მარცხის შემდეგ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბასილაშვილის კომენტარი დიდ სლემზე მარცხის შემდეგ


ბასილაშვილის კომენტარი დიდ სლემზე მარცხის შემდეგ

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის დიდი სლემის 1/16 ფინალიდან გავარდა.

ამ ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე კაილ ედმუნდი იყო. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. საბოლოოდ, ბრიტანელმა 5 სეტში იმარჯვა.

"მორიგი მძიმე მარცხი. ვერაფერს ვიტყვი. წარმატებებს ვუსურვებ ედმუნდის შემდეგ რაუნდში", - წერს ბასილაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 1/8 ფინალში ედმუნდის მეტოქე იტალიელი სეპი იქნება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები