სიხარულიძე დინამოში შესაძლო გადასვლაზე გვესაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სიხარულიძე დინამოში შესაძლო გადასვლაზე გვესაუბრა


სიხარულიძე დინამოში შესაძლო გადასვლაზე გვესაუბრა

ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს "ლოკომოტივის" თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე მომდევნო სეზონში "დინამო თბილისში" ითამაშებს.

ეს ინფორმაცია ქართველმა ფორვარდმა GOAL.GE-სთან უარჰყო და განაცხადა, რომ ის კვლავ "ლოკომოტივის" ფეხბურთელია და ჯერ არსად არ გადასულა.

შეგახსენებთ, რომ სიხარულიძე 25 გატანილი გოლი ეროვნული ლიგის გასული სეზონის ბომბარდირი გახდა.

სეზონის დაწყების წინ, "დინამომ" ერთი თავდამსხმელი უკვე დაიმატა. თბილისურმა კლუბმა ბუდუ ზივზივაძე "ესბიერგიდან" ინათხოვრა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები