ბაიერნმა გორეცკა გაიფორმა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაიერნმა გორეცკა გაიფორმა


ბაიერნმა გორეცკა გაიფორმა

გერმანიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, ლეონ გორეცკა, კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს.

"რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ 22 წლის გერმანელმა 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2018 წლის 1 ივლისიდან შევა და 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

ლეონ გორეცკას მოქმედი კონტრაქტი გელზენკირხენის "შალკესთან" სეზონის ბოლოს იწურება და ის მიუნხენურ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით ანუ უფასოდ შეუერთდება.

"ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ლეონ გორეცკამ, საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე გერმანელმა, არჩევანი "ბაიერნის" სასარგებლოდ გააკეთა, მიუხედავად, საკმაოდ დიდი კონკურენციისა. ამ გზით გორეცკა ბუნდესლიგაში რჩება!", - განაცხადა მიუნხენელთა გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები