ლარს ბენდერმა ბაიერთან გაახანგრძლივა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლარს ბენდერმა ბაიერთან გაახანგრძლივა


ლარს ბენდერმა ბაიერთან გაახანგრძლივა

ლევერკუზენის "ბაიერის" კაპიტანმა, ლარს ბენდერმა, თავის კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

"ფარმაცეპტების" ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ ლარსმა მოქმედი ხელშეკრულება 2 წლით გაახანგრძლივა და "ბაი-არენაზე" 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ლარს ბენდერი ლევერკუზენული კლუბის ღირსებას 2009 წლიდან იცავს და მას შემდეგ "ბაიერის" მაისურით 257 ოფიციალურ მატჩში 21 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა გააკეთა.

28 წლის გერმანელმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, 2 ბურთი შეაგდო და 4 ასისტი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები