ჰაზენჰიუტლს ავსტრიის ნაკრების ჩაბარება სურს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰაზენჰიუტლს ავსტრიის ნაკრების ჩაბარება სურს


ჰაზენჰიუტლს ავსტრიის ნაკრების ჩაბარება სურს

"ლაიფციგის" მთავარი მწვრთნელი, რალფ ჰაზენჰიუტლი, აცხადებს, რომ საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს სიამოვნებით უხელმძღვანელებდა.

"რა თქმა უნდა, საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მუშაობა დიდი პატივია. სასიამოვნოა ერისთვის სიხარულის მინიჭება.

ჯერჯერობით ჩემს კარიერაში ყველაფერი ისე ხდება, როგორც მინდა და არასოდეს მითქვამს, რომ ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერებას არ ვაპირებ. თუმცა ეროვნული ნაკრები ჩემთვის საინტერესო იქნება", - განაცხადა 50 წლის ავსტრიელმა.

რალფ ჰაზენჰიუტლი "ლაიფციგის" თავკაცი 2016 წლის ზაფხულში გახდა და მისი მოქმედი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლაიფციგი რალფ ჰაზენჰიუტლი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები