ხამესი: "მინა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იქნება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხამესი: "მინა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იქნება"


ხამესი:

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა, თანამემამულე იერი მინა შეაქო, რომელიც იანვარში კატალონიის "ბარსელონას" შეუერთდა.

"ბარსელონამ" მინას ტრანსფერი გამოიცნო. მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. იერი ნიჭიერი და "ბარსელონას" ძალიან გამოადგება.

ვფიქრობ, თავისი თამაშით მინა ბევრს გააოცებს და უახლოეს მომავალში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი იქნება", - განაცხადა 26 წლის კოლუმბიელმა.

23 წლის იერი მინა ესპანურმა გრანდმა 11,8 მილიონ ევროდ შეიძინა და მასთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები