რომა კრისტანტესთვის ბრძოლაში ჩაერთო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რომა კრისტანტესთვის ბრძოლაში ჩაერთო


რომა კრისტანტესთვის ბრძოლაში ჩაერთო

"რომას" ხელმძღვანელობა ბერგამოს "ატალანტას" ნახევარმცველის, ბრაიან კრისტანტეს, დამატებას ეცდება.

22 წლის იტალიელი, რომელიც "ქალთევზების" რიგებში იჯარით ასპარეზობს, 2018 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

კრისტანტეს მიმართ ამჟამად ტურინის "იუვენტუსი" და მილანის "ინტერიც" იჩენენ ინტერესს. რომაული კლუბი კი ამ ბრძოლაში უკვე ჩაერთო.

მიმდინარე სეზონში ბრაიანმა 25 მატჩში 9 ბურთის გატანა მოახერხა და ჩინებულ ფეხბურთს აჩვენებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები