ბაიერნმა ვერდერის 16 წლის მცველი დაიმატა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაიერნმა ვერდერის 16 წლის მცველი დაიმატა


ბაიერნმა ვერდერის 16 წლის მცველი დაიმატა

ბრემენის "ვერდერის" ახალგაზრდული აკადემიის წევრი და გერმანიის 17 წლამდელთა ნაკრების მოთამაშე ლუის პოზნანსკი მიუნხენის "ბაიერნის" აკადემიაში ჩაირიცხა.

პოზნანსკი უნივერსალური ტალანტია, რომლის ძირითადი პოზიცია მარცხენა მცველია, მაგრამ დაცვისა და ნახევარდაცვის ცენტრშიც შეუძლია მოქმედება. "რეკორდმაისტერმა" მისი ტრანსფერი გუშინ დაადასტურა.

"ლუისის სახით ძალიან ნიჭიერი მოთამაშე დავიმატეთ, რომელიც "ბაიერნის" აკადემიაში ღირსეულ ადგილს დაიკავებს. მან არამხოლოდ ბრემენის, არამედ ახალგაზრდა ეროვნული ნაკრებების ყურადღებაც მიიქცია. სასიამოვნო და კარგი მოლაპარაკებების გამო ბრემენის "ვერდერის" მადლობელნი ვართ", - განაცხადა კლუბის ახალგაზრდული აკადემიის გენერალურმა დირექტორმა, იოხენ ზაუერმა.

16 წლის პოზნანსკის პოლონეთისა და გერმანიის მოქალაქეობა აქვს და აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების რიგებში აქვს ნათამაშები. პოლონეთის 15 წლამდელებში მან 1 მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი უკვე გერმანიის სახელით ასპარეზობს: 15 წლამდელებში (2 მატჩი), 16 წლამდელებში (4 მატჩი) და ახლა 17 წლამდელთა ნაკრებში ირიცხება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები