ემერსონი ჩელსის შეუთანხმდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ემერსონი ჩელსის შეუთანხმდა


ემერსონი ჩელსის შეუთანხმდა

"რომას" განაპირა მცველი, ემერსონ პალმიერი, ლონდონის "ჩელსიში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

"Tuttomercatoweb" იტყობინება, რომ "მგლების" მარცხენა მცველი ინგლისურ კლუბს პირადი კონტრაქტის დეტალებზე მოელაპარაკა - ემერსონი 4,5 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და წელიწადში 2,5 მილიონ ევროს მიიღებს.

ახლა კი "არისტოკრატები" უკვე "ჯალოროსის" ხელმძღვანელობას უნდა შეუთანხმდნენ. იტალიური კლუბი 25 მილიონ ევროს ითხოვს.

23 წლის ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3 თამაშში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გასული სეზონი ძლიერად ჩაატარა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ჩელსირომატრანსფერები ემერსონი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები