ვან პერსი ფეინოორდში დაბრუნდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვან პერსი ფეინოორდში დაბრუნდება


ვან პერსი ფეინოორდში დაბრუნდება

გამოცდილი ჰოლანდიელი თავდამსხმელი, რობინ ვან პერსი, მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა.

როტერდამის "ფეინოორდის" ოფიციალურმა ვებ-საიტმა გაავრცელა, რომ ვან პერსი "ფენერბაჰჩეს" კონტრაქტის გაწყვეტაზე მოელაპარაკა და ფესვებს 22 იანვარს დაუბრუნდება.

34 წლის ჰოლანდიელი "ფეინოორდის" პირველ გუნდში 2001-04 წლებში ასპარეზობდა, შემდეგ კი ინგლისში "არსენალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით ბრწყინავდა.

თურქეთში კი 2015 წლიდან იმყოფებოდა და 57 მატჩში 25 გოლის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები