ჰაინკესი გორეცკას ტრანსფერს გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰაინკესი გორეცკას ტრანსფერს გამოეხმაურა


ჰაინკესი გორეცკას ტრანსფერს გამოეხმაურა

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა, ლეონ გორეცკას ტრანსფერი დადებითად შეაფასა.

გერმანულმა გრანდმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ 22 წლის გერმანელი კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს. ლეონმა კლუბთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში ზაფხულიდან შევა.

"პეტერ ჰერმანს ამ საკითხზე ბევრი ვესაუბრე. ლეონს ძალიან კარგი ხასიათი აქვს. ის ჭკვიანი ბიჭია, რომელიც ძალიან ბევრს შრომობს.

გარდა ამისა, კარგია, რომ გორეცკა ბუნდესლიგაში რჩება. მას "ბაიერნში" ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეს", - აღნიშნა 72 წლის გერმანელმა სპეციალისტმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები