MARCA: რაფინია ინტერის ფეხბურთელია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

MARCA: რაფინია ინტერის ფეხბურთელია


MARCA: რაფინია ინტერის ფეხბურთელია

ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA და სხვა ცნობილი გამოცემებიც ადასტურებენ, რომ "ინტერმა" და "ბარსელონამ" შეთანხმებას მიაღწიეს.

შემდეგი კვირის დასაწყისში რაფინია ოფიციალურად "ნერაძურის" მოთამაშე გახდება.

24 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი "ინტერში" სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით იქნება.

ამავდროულად, კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი შეტანილია. იტალიურ გუნდს ზაფხულში, რაფინიას ყიდვა 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი "ბარსელონას" აღზრდილია და პირველ გუნდში 2011 წლიდან გამოდიოდა.

ამ პერიოდში, მან ლა ლიგაში 48 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ასევე, "ბარსელონას" აღზრდილია მისი ძმაც, ტიაგო ალკანტარაც, რომელმაც კლუბი 2013 წელს დატოვა და "ბაიერნში" გადავიდა.

გაცნობებთ, რომ რაფინია ბრაზილიაშია დაბადებული და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში გამოდის, ტიაგო კი იტალიაში დაიბადა და ესპანეთის ნაკრებში ირიცხება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები