პელეგრინი: "რეალს 96 ქულა ავაღებინე, თანაც რონალდუ 3 თვე არ მყავდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პელეგრინი: "რეალს 96 ქულა ავაღებინე, თანაც რონალდუ 3 თვე არ მყავდა"


პელეგრინი:

მანუელ პელეგრინიმ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც მადრიდის "რეალს" წვრთნიდა.

"სამეფო კლუბი" ჩილელს 2009-2010 წლების სეზონში ჩააბარეს და მან ლა ლიგაში 96 ქულის მოპოვება შეძლო, თუმცა "ბარსელონამ" 99 აიღო და ჩემპიონი გახდა.

"10-ბალიანი სისტემით ჩემს მადრიდულ კარიერას 6 ბალით შევაფასებდი, მე ტიტული ვერ მოვიგე.

გუნდმა, ლა ლიგაში 96 ქულა აიღო და ვფიქრობ, რომ ეს კარგი შედეგი იყო, თანაც პირველი 3 თვე რონალდუ არ გვყავდა, რომელმაც ტრავმა მიიღო.

იმდროინდელ "რეალს", შეტევაში კრეატიული ფეხბურთელები აკლდა. დღეს, ასეთი მოდრიჩი, კროოსი და ისკო არიან", - განაცხადა პელეგრინიმ.

ლა ლიგა, 2009-2010 წლების სეზონი
პელეგრინი: "რეალს 96 ქულა ავაღებინე, თანაც რონალდუ 3 თვე არ მყავდა"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები