ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი აზიაში გაქცევას აპირებდა და პატიმრობაში დატოვეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი აზიაში გაქცევას აპირებდა და პატიმრობაში დატოვეს


ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი აზიაში გაქცევას აპირებდა და პატიმრობაში დატოვეს

"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი სანდრო როსელი პატიმრობაში დატოვეს.

ესპანეთის სასამართლო მას ფინანსურ მაქინაციებში სდებს ბრალს. საქმე ეხება იმ პერიოდს, სანამ ის კატალონიური გუნდის პრეზიდენტი გახდებოდა.

როსელს დაახლოებით 15 მილიონი ევროს ოდენობის ფულის გათეთრება ედება ბრალად.

იყო შანსი, რომ სასამართლოს საბოლოო ვერდიქტამდე ის საპატიმრო დაწესებულებიდან გაეთავისუფლებინათ, თუმცა ეს აღარ მოხდება.

ესპანური პრესა წერს, რომ როსელი ტაილანდში ან ყატარში აპირებდა გაქცევას, სადაც მეგობრები ჰყავს და თავშესაფარსაც იპოვნიდა.

ამ შემთხვევაში ის სასამართლოს საბოლოო ვერდიქტსაც არ დაესწრებოდა და მისთვის ბრალის წაყენებას აზრი აღარ ექნებოდა, რადგან ცხადია, ესპანეთში აღარ დაბრუნდებოდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები