მარტში საქართველოს ნაკრები 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მარტში საქართველოს ნაკრები 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს


მარტში საქართველოს ნაკრები 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის 2018 წელი მარტის თვიდან დაიწყება. ამ თვეში გუნდი 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

იმედის პირდაპირ ეთერში ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გულშემატკივარს ამცნო, რომ 24 მარტს საქართველო ლიტვას უმასპინძლებს.

ჩვენი მეორე მეტოქის ვინაობა ოფიციალურად ჯერ უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, ეს ნაკრები აზერბაიჯანი იქნება.

მოგეხსენებათ, საქართველოსა და აზერბაიჯანის მატჩი თებერვალში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები