დალაქიშვილმა ავსტრალიის დიდ სლემზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დალაქიშვილმა ავსტრალიის დიდ სლემზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო


დალაქიშვილმა ავსტრალიის დიდ სლემზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო

დღეს, სტარტი აიღო ავსტრალიის ღია პირველობამ ჯუნიორთა შორის, სადაც ქალთა თანრიგში ქართველი ჩოგბურთელიც ასპარეზობს.

მარიამ დალაქიშვილმა ახალგაზრდების დიდ სლემზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო.

1/32 ფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ავსტრალიელი მეგან სმიტი იყო. პირველი სეტი დალაქიშვილმა მარტივად, 6:2 მოიგო, მეორე კი 6:3 დათმო.

ბოლო გადამწყვეტ სეტში მარიამი ბრეიკით წინ გავიდა, საბოლოოდ 6:3 იმარჯვა და 1/16 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ამერკელი ალექსა ნოელი იქნება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები