ზიდანმა ნეიმარის შესაძლო ყიდვაზე კომენტარი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანმა ნეიმარის შესაძლო ყიდვაზე კომენტარი გააკეთა


ზიდანმა ნეიმარის შესაძლო ყიდვაზე კომენტარი გააკეთა

ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ მადრიდის "რეალი" ბრაზილიელი შემტევის, ნეიმარის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას გადაიხდის.

ამ შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

"ნეიმარი რეალში? მე არ ვლაპარაკობ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩემს გუნდში არ ირიცხებიან.

ნეიმარზე კი უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ძალიან მაღ​ალი დონის მოთამაშეა და ის ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს უყვარს", - აცხადებს ზიდანი.

მოგეხსენებათ, ნეიმარი "პსჟ"-ში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, 222 მილიონ ევროდ გადავიდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები