ემერი პენალტების თემაზე: "ამის განხილვას აღარ ვაპირებ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ემერი პენალტების თემაზე: "ამის განხილვას აღარ ვაპირებ"


ემერი პენალტების თემაზე:

"პარი სენ ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი, პენალტების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამაზე საჯაროდ ლაპარაკს აღარ აპირებს.

"გასახდელს მიღმა იმაზე საუბარს, რაც გასახდელში ხდება, არ ვაპირებ. თითოეულ მოთამაშეს თავისი როლი აქვს. პენალტების შესრულების იერარქია გარკვეულია, მაგრამ ამაზე საუბარს არ ვაპირებ.

რაც შეეხება სტატისტიკას, მატჩების წინ მხოლოდ გუნდურ სტატისტიკას განვიხილავთ. ინდივიდუალური მონაცემებიც კარგი რამეა, რაც გუნდის განვითარებაში ეხმარება. თუმცა მოთამაშეები ამას არ განვიხილავთ", - შეაფასა ემერიმ "დიჟონთან" მატჩში მომხდარი ეპიზოდი.

საფრანგეთის ლიგა 1-ს წინა ტურში პარიზელებმა "დიჟონი" შინ 8:0 გაანადგურეს და 7:0-ზე პენალტი მოიპოვეს. ედინსონ კავანის ერთი ბურთი სჭირდებოდა იმისათვის, რომ კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გამხდარიყო, მაგრამ თერთმეტმეტრიანი ნეიმარმა შეასრულა და პოკერი გაიფორმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ უნაი ემერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები